მუნიციპალიტეტებმა ნარჩენების მართვის 5–წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავონ
15:43 / 22.06.2017
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
ეკატერინე გრიგალავამ ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებები, ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულები გააცნო.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშავოს და სამინისტროს წარუდგინოს.
ნარჩენების მართვის დაგეგმვის მიზანია გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა, დაინერგოს თანამედროვე სტანდარტები და სისტემები.
ნარჩენების მართვის გეგმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შემუშავდეს. დოკუმენტის შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება.
სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლისთვის ყველა ღია ნაგავსაყრელი დაიხურება, ახალი კი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.