რეგიონი
სამცხე-ჯავახეთს უკრაინის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრნენ (R)

 

უკრაინული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ორდღიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთში იმყოფებიან.

ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები მათ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აცნობენ. 14 ტუროპერატორის წარმომადგენლების ვიზიტი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან და ახალციხის, ასპინძის და ადიგენის მერებთან შეხვედრით დაიწყო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებს „ახალციხის ციხეზე“ უმასპინძლეს და საიმიჯო რგოლებით რეგიონის ღირსშესანიშნაობები გააცნეს.

 


| Print |