რეგიონი
,,ჩემი განცხადება თქვენ არ გეხებოდათ" – გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს მიმართავს
ბორჯომის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, პრემია-დანამატებთან დაკავშირებით გედევან ფოფხაძის განცხადებას ეხმაურება
და აცხადებს, რომ ბორჯომში ხელფასები და პრემია-დანამატები მხოლოდ კანონის ფარგლებში გაიცემოდა და უკანონობას ადგილი არასოდეს ჰქონია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გედევან ფოფხაძე მიიწვია.

საკრებულო, მაჟორიტარს განმარტებას მის მიერ სატელევიზიო ეთერით გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით სთხოვდა, რაც პრემია-დანამატებსა და სოციალურ პროგრამებს ეხებოდა.

გედევან ფოფხაძემ საკრებულოს სხდომაზე როგორც მერიის ასევე საკრებულოს დეპუტატების უკმაყოფილება მოისმინა და განაცხადა, რომ აღნიშნული განცხადება მათ არ ეხებოდათ და იგი სიუჟეტში წინა მოწვევის საკრებულოსა და დიმიტრი ყიფიანის მერობის პერიოდს იხსენებდა.
| Print |