რეგიონი
ჯავახეთში კარტოფილი მოიყინა
ორ ივლისს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ტემპერატურა მინუს ორამდე დაეცა. ყინვამ ძირითადად, კარტოფილის ნათესები დააზიანა. 

„ალბათ, რადგან კარტოფილი უკვე ამოსულია, მხოლოდ ეს ბოსტნეული მოიყინა“, - გვითხრა ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა.

ნინოწმინდის მერიაში ამბობენ, რომ კარტოფილის ნათესების ნაწილი სრულად განადგურდა. ყინვამ მოსავლის ნახევარი ჯავახეთის თითქმის ყველა სოფელში გაანადგურა.

„ჩემს ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ოთხი სოფელი: სათხე, ოროჯოლარი, დიდი არაქალი და პატარა არაქალი. ყინვის შედეგად დაზიანდა კარტოფილის 50%. ბოსტნეული, რომელიც სათბურში იზრდება არ გაყინულა“,- ამბობს ნინოწმინდის მერის წარმომადგენელი გალუსტ პალოიანი.
| Print |