რეგიონი
კორონავირუსით გარდაცვლილი მამაკაცი კლინიკიდან პირდაპირ სასაფლაოზე მიიყვანეს - ახალქალაქის მერი
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი ახალქალაქის სოფელ აბულში ცხოვრობდა. 86 წლის მამაკაცი მშობლიურ სოფელში, კლინიკიდან გადმოსვენებისთანავე დაკრძალეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ცხედარი სახლში არ მიუსვენებიათ და არც ტრადიციული ქელეხი გამართულა.

პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში 14 ივნისს შეიყვანეს. მკურნალი ექიმების თქმით, მამაკაცი პირველივე დღიდან მძიმე მდგომარეობაში იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მამაკაცს გულისა და თირკმლის უკმარისობა და სხვა ბევრი ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.

გარდაცვლილი მამაკაცი მეუღლესთან ერთად საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა. კორონავირუსი პაციენტთან უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

| Print |