რეგიონი
ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, სადაც COVID-19-ის ვაქცინა დამტკიცდა
ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც გერმანიაში განთავსებული ფარმაცევტული კომპანიის, BioNTech-ის და მისი ამერიკული პარტნიორის, Pfizer-ის მიერ წარმოებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა. ბრიტანეთში ვაქცინის დარიგება უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება.

Pfizer-ის დირექტორმა, ალბერტ ბურლამ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას "ისტორიული მომენტი" უწოდა. "ჩვენ კონცენტრირებული ვართ გადაუდებლობის პრინციპის შენარჩუნებაზე, რათა მაღალი დონის ვაქცინა უსაფრთხოდ მივაწოდოთ მსოფლიოს", - ამბობს ბურლა თავის განცხადებაში.

ვაქცინას განიხილავენ საუკეთესო გზად საიმისოდ, რომ მსოფლიომ ნაწილობრივ მაინც დაიბრუნოს ნორმალური ვითარება გლობალური პანდემიის ფონზე, რომელსაც 1,5-მდე ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც მძლავრი დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას.
| Print |