რეგიონი
ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

 

ერევანში, თავისუფლების მოედანზე, 16 ოპოზიციური პარტია, რომელმაც სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა შექმნა, მიტინგს მართავს. მათი მთავარი მოთხოვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან გადადგომაა.

მანამდე ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, რომ 5 დეკემბერს, 15:00 საათზე, თავისუფლების მიედანზე გაიმართება საყოველთაო ეროვნული მიტინგი, სადაც ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატი ვაზგენ მანუკიანი წარადგენს ახალი მთავრობის სამოქმედო პრიორიტეტული საკითხების გეგმას.

ცნობისთვის, სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის განცხადებით, ვაზგენ მანუკიანი დროებითი პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელიც ჩაატარებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც მონაწილეობას თავად არ მიღებს.

ამასთან, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი სამართალდამცავ ორგანოებს აფრთხილებს, ძალადობისგან და არათანაბარი ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ. პრეზიდენტმა მიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისშია.

 

| Print |