რეგიონი
აბასთუმანში სახელმწიფო 4 000 კვ.მ-მდე მიწას ყიდის
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაბა აბასთუმანში, "აღობილში" მდებარე 3 417 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიის საწყისი ფასი 206 000 ლარია. აუქციონი ცხრა დეკემბერს დასრულდება. წიაღის ეროვნული სააგენტოს წერილის საფუძველზე დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს, აბასთუმნის მინერალური (თერმული) წყლის საბადოს სანიტარიული დაცვის მესამე (სამეთვალყურეო) ზონაში.

„ესაზღვრება მეორე ზონას და მოიცავს მიწისქვეშა წყლის ფორმირებისა და გავრცელების არეალს, აგრეთვე ტერიტორიებს, რომელთა სანიტარიული ზონისათვის დადგენილი წესების დაუცველად გამოყენებამ და არასასურველმა მდგომარეობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მიწისქვეშა წყლის საბადოების ჰიდროგეოლოგიურ რეჟიმზე. მესამე ზონაში დაშვებულია ყველა იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც უარყოფითად არ იმოქმედებს მიწისქვეშა წყლის რესურსებსა და საბადოს ტერიტორიის სანიტარიულ მდგომარეობაზე“, - წერია სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის წერილში.

| Print |