რეგიონი
კიევში „კომენდანტის საათის“ დაწყების დრო შეიცვალა
კიევში „კომენდანტის საათის“ დაწყების დრო შეიცვალა. დღეიდან ის 17:00 საათიდან დაიწყება და დილის 8 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

მან ასევე განმარტა, რომ „კომენდანტის საათი“ ამ რეჟიმში 28 თებერვლის დილამდე იმოქმედებს.

„ყველა სამოქალაქო პირი, ვინც იქნება გარეთ „კომენდანტის საათის“ მოქმედების დროს ჩაითვლება მტრის დივერსიული-დაზვერვითი ჯგუფის წევრად. გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ვითარებას და არ გამოხვიდეთ გარეთ,“- განაცხადა კლიჩკომ.

დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ ამ დროისთვის კიევში რუსული ჯარი არ არის, თუმცა არიან დივერსიული ჯგუფები. მისივე თქმით, ქაალაქში ბლოგპოსტები მოეწყობა და გადაადგილება შეზღუდული იქნება.

| Print |