რეგიონი
ყველა შესაძლებლობას მოვახმარ რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინის დახმარებას - ვანო მერაბიშვილი
ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს იმისთვის, რომ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინას დაეხმაროს.

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული პოლონეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და უკრაინაში მიწოდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. დღეს, ქალაქ ლვოვში შეხვედრა მქონდა ქალაქის მერ ანდრეი სადოვისთან, რომელთანაც განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები. მე, ჩემი მხრიდან, ყველა შესაძლებლობას მოვახმარ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებას. გამძლეობას და უმოკლეს დროში გამარჯვებას ვუსურვებ გმირ უკრაინელ ხალხს. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!" - წერს ვანო მერაბიშვილი.
| Print |