რეგიონი
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჩაინიშნა
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს, 7 მარტს გაიმართება - იუწყება "უკრაინა 24\7". ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამიაც, რომელიც ინფორმაციას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს, მეორე რაუნდი კი უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 3 მარტს გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსული მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, უკრაინასთან მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასა და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება.

დღეს, 5 მარტს დილიდან ჰუმანიტარული დერეფნები მომზადდა, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ვერ განხორციელდა. უკრაინული მხარის მტკიცებით, რუსეთმა შეთანხმება დაარღვია, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მოსახლეობა უკრაინელებმა არ გამოუშვეს. 
ასევე ნახეთ:

უკრაინელები მარიუპოლიდან მშვიდობიან მოსახლეობას არ უშვებენ - ვლადიმერ პუტინი

შეთანხმება დაირღვა - მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია ვერ ხერხდება
| Print |