რეგიონი
რუსულ ჯარს ადგილობრივი მოსახლეობა ტყვედ აჰყავთ და აწამებენ
ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, რომლებზე კონტროლიც რუსულმა ჯარმა დროებით დაამყარა, აგრესორი არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ტყვედ აჰყავს და აწამებს ადგილობრივ მოსახლეობას,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბში განმარტავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის დროებით მიტაცებულ ტერიტორიებზე აქტიურად ამუშავდა კრემლის აგრესიული პროპაგანდა.

მათი ცნობით, პროპაგანდის პარალელურად, მტერი ცდილობს ადმინისტრაციულ -საპოლიციო რეჟიმის შემოღებას.
| Print |