რეგიონი
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-4 პაკეტი შეათანხმა
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-4 პაკეტი შეათანხმეს. აღნიშნულ ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის ოფისი „ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს.

აღნიშნულ სანქციებზე დეტალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა საფრანგეთის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ რუსეთის, როგორც ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი ანულირებული იქნება.

Reuters -ის დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, სანქციები აკრძალავს რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს, ასევე შეზღუდავს ძვირადღირებული ნივთების შეტანას, მათ შორის 50 000 ევროზე უფრო მეტი ღირებულების ავტომობილებს. გარდა ამისა, აკრძალვა შეეხება ნავთობკომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებას.

Reuters-ის ინფორმაციით, სანქცირებულთა სიას 14 რუს მილიარდერთან ერთად დაემატება საფეხბურთო კლუბ ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი, რომან აბრამოვიჩი.
| Print |