რეგიონი
ლუგანსკში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 2 ბავშვია
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლუგანსკის ქალაქ რუბეჟნოეში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე რუსების თავდასხმამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 2 ბავშვია.

„სამშაბათს, დაახლოებით 20 საათზე, მტერი რუბეჟნოეში მრავალსართულიან შენობას თავს დაესხა. ბომბი მეხუთე სართულზე აფეთქდა. მაშველებმა 3 გარდაცვლილი იპოვეს, მათგან 2 ბავშვია.

მტერი არ ჩერდება და აგრძელებს მოქალაქეებზე თავდასხმას. დღეს სამყარო კიდევ ერთხელ გაიგებს, რომ ე.წ „რუსული მშვიდობა“ პატარა ბავშვების მკვლელობას ნიშნავს“
- წერს გაიდაი ფეისბუქზე.

გაიდაის თქმით, დაბომბვის შედეგად ცეცხლი ქალაქის რამდენიმე შენობას მათ შორის სკოლასა და საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდათ. ამასთანავე დაზიანდა გაზსადენიც.
| Print |