რეგიონი
რუსული ძალები მარიუპოლს მტვრად აქცევენ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქალაქ მარიუპოლში არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია კატასტროფულია.

„მარიუპოლში, რომელიც ალყაშია მოქცეული და იბომბება, ხალხი გადარჩენისთვის იბრძვის. ქალაქში ჰუმანიტარული მდგომარეობა კატასტროფულია. რუსეთის შეიარაღებული ძალები ქალაქს მტვრად აქცევს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |