რეგიონი
აშშ უკრაინას დამატებით $300 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევს
აშშ უკრაინას უსაფრთხოების მიზნით, დამატებით 300 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

დახმარების ახალ პაკეტში შედის:

  • ე.წ. თვითმკვლელი დრონები
  • თავდაცვის სისტემა "ანტიდრონი"
  • ჯავშანტექნიკა
  • ღამის ხედვის მოწყობილობები
  • საბრძოლო მასალა
ამასთან BBC წერს, რომ უახლესი პაკეტი ასევე მოიცავს სარაკეტო სისტემებს, ტაქტიკურ დრონებს, ტყვიამფრქვევებს და სამედიცინო აღჭურვილობას.

შეგახსენებთ, რომ აშშ სანქციებს დამატებით 120 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას უწესებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა გააფართოვა შეზღუდვები იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკის საჰაერო კოსმოსურ, საზღვაო, ასევე ელექტრონულ სფეროებს უკავშირდებიან.

"მთავარი არხი"
| Print |