situs toto slot
ხარკოვის ცენტრალური ნაწილი კიდევ დაიბომბა
რეგიონი
ხარკოვის ცენტრალური ნაწილი კიდევ დაიბომბა
რუსეთმა ხარკოვის ცენტრალური ნაწილი დაბომბა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაბომბვა კიევის დროით დაახლოებით 13:30-14:00 საათებში მოხდა. რუსმა სამხედროებმა ქალაქს მრავალი გამშვები სარაკეტო სისტემიდან ესროლეს.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორის მაქსიმ ხაუსტოვის განცხადებით, 15:00 საათისთვის [თბილისის დროით 16:00] 5 გარდაცვლილისა და 13 დაშავებულის შესახებ ჰქონდათ ცნობები.

ამასთან, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები. დაბომბილ ტერიტორიებზე ამჟამად მაშველები მუშაობენ.
| Print |