რეგიონი
ერდოღანი აპირებს, პუტინი და ზელენსკი სტამბოლში შეხვედრაზე დაითანხმოს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების სტამბოლში შეხვედრაზე დათანხმებას შეძლებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამბობს, რომ ზელენსკისა და პუტინთან ამ საკითხზე სატელეფონო საუბარს მომდევნო 48 საათში აპირებს.

„შედეგები პოზიტიურია. ისეთი არ არის, როგორსაც ველოდით, მაგრამ უკეთესი იქნება. ვიმედოვნებ, ისინი მიიღებენ ჩვენს მოწვევას და შევძლებთ, შევახვედროთ სტამბოლში“, - განაცხადა ერდოღანმა.

mtavari.tv
| Print |