რეგიონი
ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დე ფაქტო ხელმძღვანელებმა Google-ის დაბლოკვის შესახებ განაცხადეს
ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დე ფაქტო ხელმძღვანელებმა Google-ის დაბლოკვის შესახებ განაცხადეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა Google-ი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის პროპაგანდაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“ მის გარეშეც გაართმევს თავს.

„გამოსწორდებიან, დაიწყებენ ადამიანების პატივისცემას - ვიფიქრებთ მათ დაბრუნებაზე“,- განაცხადა პასეჩნიკმა.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამაც. გადაწყვეტილების შესახებ დე ფაქტო ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა.
| Print |