რეგიონი
24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში 41 900 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა  შტაბის განცხადებით, 24 თებერვლიდან 6 აგვისტომდე პერიოდში, უკრაინული ძალების მიერ 41 900 რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული.

უკრაინული მედიის ცნობით, რუს ჯარისკაცებზე ბოლო თავდასხმა ოკუპირებული ხერსონის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც აფეთქებების ხმა გაიგეს. ადგილობრივების თქმით, უკრაინა, სავარაუდოდ, თავს დაესხა დარიევსკის ხიდს, მდინარე ინგულეცზე და მის გვერდით რუსული ჯარების პოზიციებს. მედიის ცნობით, მანამდე აფეთქებები ოკუპირებულ ქალაქ ნოვა კახოვკაში ისმოდა.

იერიშის შესახებ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური დადასტურება არ ყოფილა.  
| Print |