რეგიონი
უკრაინაში კიდევ ერთი რუსი ოფიცრის ლიკვიდაცია განხორციელდა
უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების კიდევ ერთი ოფიცერი, მაიორი რუსლან კონონოიჩია ლიკვიდირებული, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი, ანატოლი შტეფანი „ტელეგრამში“ წერს.

„მაიორმა რუსლან კონონოვიჩმა "კეთილი ნების ნაბიჯი" გადადგა - ის ოფიციალურად დენაციფიცირებული და დემილიტარიზებულია", - წერს უკრაინელი ოფიცერი.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის 43 750 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 200 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.
| Print |