რეგიონი
რუსებმა უკრაინაში უკვე 44 300 ჯარისკაცი დაკარგეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 24 თებერვლიდან 18 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა უკრაინაში დაახლოებით, 44 300 ჯარისკაცი დაკარგეს.კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ ინფორმაცია არ განუახლებია.
| Print |