რეგიონი
ვლადიმერ პუტინმა შეიარაღებული ძალების საშტატო რიცხოვნობა 137 ათასით გაზარდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რიცხოვნობის 137 000 სამხედრო მოსამსახურით გაზრდის შესახებ. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი განთავსებულია სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 2 039 758 ერთეულის ოდენობით, მათ შორის 1 150 628 სამხედრო მოსამსახურით“, - ნათქვამია პუტინის ახალ განკარგულებაში.

ცნობისთვის, 2017 წლის 17 ნოემბრის დადგენილების შესაბამისად, რუსეთის ჯარი შედგებოდა 1 902 758 ჯარისკაცისა და ოფიცრისგან, რომელთა შორის 1 013 628 სამხედრო მოსამსახურე იყო.
| Print |