რეგიონი
ევროკავშირი უკრაინას რადიაციისაგან დასაცავად კალიუმის იოდიდს გადასცემს
ევროკავშირი უკრაინას კალიუმის იოდიდის 5.5 მილიონ ტაბლეტს გადასცემს, რათა ქვეყანაში ადამიანები პოტენციური რადიაციული ზემოქმედებისაგან დაიცვას, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ტაბლეტები უკრაინის მთავრობამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო „დაცვის დონის გაზრდის“ მიზნით მოითხოვა.

„არც ერთი ატომური ელექტროსადგური არ უნდა იქნას გამოყენებული ომის თეატრად. მიუღებელია ის, რომ სამოქალაქო პირების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ყველა სამხედრო მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში ჯანეზ ლენარჩიჩმა.

| Print |