რეგიონი
ევროპელმა უფროსებმა ტვინი წაიღეს რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზებზე - მედვედევი
ევროკავშირის მიერ რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემაზე სრული აკრძალვის შემოღებაზე საუბარი აჩვენებს, თუ როგორ ექცევა ევროპა რუსეთის მოქალაქეებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ევროპელმა უფროსებმა ტვინი წაიღეს თავისი რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზების შესახებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დაე, სწრაფად დააწესონ მათი გაცემის სრული აკრძალვა. საბოლოოდ, ყველა დარწმუნდება, როგორ ექცევა ევროპა რუსეთის მოქალაქეებს", - წერს მედვედევი „ტელეგრამის" არხზე და აღნიშნავს, რომ ამით „ევროპელები კიდევ ერთხელ გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ სახეს და ნაკლებად მოაცდენენ რუსეთს და მის მოქალაქეებს სპეციალური სამხედრო ოპერაციისგან ტყუილითა და ბოდვებით“.


"ინტერპრესნიუსი"
| Print |