რეგიონი
ევროკავშირმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ
ევროკავშირმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის 500 მილიონი ევროს საბიუჯეტო მხარდაჭერის შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

დოკუმენტს ხელი მოეწერა უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის ფარგლებში, რომელიც დღეს ბრიუსელში იმართება. შეხვედრას მართავენ ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი, უკრაინიდან - პრემიერ - მინისტრი დენის შმიგალი.

„ევროკომისიამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს 500 მილიონი ევროს საბიუჯეტო მხარდაჭერის ახალ პროგრამას, რომელიც არის ნაწილი სახსრებისა, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენმა დააანონსა საერთაშორისო დონორთა კონფერენციის ფარგლებში. ევროკავშირის ეს საგრანტო დაფინანსება ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და დაბრუნებულთათვის საცხოვრებლისა და ტრენინგის უზრუნველყოფას, ასევე ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორს“, - ნათქვამია კომუნიკეში.

მედიის ინფორმაციით, ეს არის ერთ-ერთი ოთხი დოკუმენტიდან, რომელიც ხელმოწერილია ასოცირების საბჭოს ფარგლებში.

| Print |