რეგიონი
ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე არსებულ ვითარებას განიხილავენ
რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე არსებულ ვითარებას განიხილავენ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, კრემლი იმედოვნებს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მისია საზღვარზე მიმდინარე კვირაში ჩავა.

„ვიმედოვნებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ინსპექტირების ჯგუფი საზღვარზე ამ კვირაში ჩავა, რათა მოამზადოს ანგარიში ОДКБ-ის წევრი სახელმწიფოს მეთაურებისთვის. ხვალ კი საუბარი გაიმართება ვლადიმერ პუტინსა და ოლჰამ ალიევს შორის, რომლის დღის წესრიგის სათავეში, რა თქმა უნდა, ეს საკითხი იქნება“, - განაცხადა პესკოვმა.

ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალიევს უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შეხვდება, სადაც ისინი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.
| Print |
თეგები: ალივეი / პუტინი /