რეგიონი
ეს არის დასაწყისი, ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს - მიხაილ პოდოლიაკი
ყირიმის ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს, ძლიერი ხანძარი ხიდის სარკინიგზო ხაზზე გაჩნდა. რუსული მედიის ცნობით, ხიდზე საწვავით დატვირთული ცისტერნა იწვის. თუმცა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე არ სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად საავტომობილო ხიდის ნაწილი ჩამოინგრა. ამჟამად ხიდზე გადაადგილება შეჩერებულია.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას დასაწყისს უწოდებს.

„ყირიმი, ხიდი, დასაწყისი. ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს. ყველაფერი, რაც მოპარულია, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი უნდა იყოს განდევნილი“, - წერს პოდოლიაკი.

ყირიმის ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. აფეთქების შედეგად საავტომობილო ხიდის ნაწილი ჩამოინგრა.
| Print |