რეგიონი
ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
ხარკოვზე რუსული ძალების მიერ დღეს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი იუწყება.

მისი თქმით, თავდასხმა სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტზე მოხდა და ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.

„დღეს, დაახლოებით დილის 08:00 საათზე, მტერმა რაკეტები ესროლა ქალაქ ხარკოვს. დარტყმები დაფიქსირდა ქალაქის კიევსკის რაიონში მდებარე სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტზე. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების ყველა სამსახური. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი. ნგრევისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - წერს სინეგუბოვი სოციალურ ქსელში.
| Print |