რეგიონი
უკრაინიდან რუსეთში 11 000 ბავშვია დეპორტირებული
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით, ოკუპანტებმა რუსეთში 11 000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია განახორციელეს.

მისი თქმით, უკრაინის ბავშვთა დაცვისა და უსაფრთხოების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისა და უკრაინის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თანათავმჯდომარეობით ჩატარდა, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის პროცესის შეჩერების გზები განიხილეს.

„მათ განიხილეს, თუ როგორ უნდა შეჩერდეს უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია და ყველა, ვინც ძალით წაიყვანეს, როგორ უნდა დაბრუნდნენ სახლში. სულ მცირე, თითქმის 11 000 ბავშვია დეპორტირებული - ჩვენ მათ სახელებით ვიცნობთ. მაგრამ ეს მხოლოდ ისაა, ვისზეც ვიცით. ​​ფაქტობრივად, უფრო მეტი დეპორტირებულია“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
| Print |