რეგიონი
ბახმუტთან ბრძოლაში კიდევ 2 ქართველი დაიღუპა
ბახმუტთან ბრძოლაში კიდევ ორი ქართველი - მიხეილ თევდორაძე და სერგო ლისიხი (ქართველი) დაიღუპა. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი დავით ქაცარავა ავრცელებს.

უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთი დიდი ძალებით, მრავალი კვირის განმავლობაში ცდილობს. ცოტა ხნის წინ ბახმუტში ერთბაშად ექვსი ქართველი ჯარისკაცის დაიღუპა.

რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მეომარი იბრძვის.

პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ომის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინაში უკვე 35 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
| Print |