რეგიონი
დონეცკში, კოსტიანტინივკაზე რუსული იერიშის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
რუსმა სამხედროებმა დღეს დონეცკის რეგიონის ქალაქ კოსტიანტინივკაზე იერიში მიიტანეს.

მედია უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, რვა ადამიანი კი დაჭრილია.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, დაზიანდა 16 საცხოვრებელი კორპუსი, 8 კერძო სახლი, სკოლა და ადმინისტრაციული შენობა.
| Print |