რეგიონი
რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება - მედვედევი
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინა გაქრება, რადგან ის არავის სჭირდება.

"რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება", - თქვა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მედვედევის თქმით, უკრაინა არ სჭირდება არც რუსეთს, არც ევროპას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, აფრიკას, ლათინურ ამერიკას და თავად უკრაინის მოქალაქეებს. ამათან, მედვედევი უკრაინას „სსრკ-ის დაშლის შედეგად წარმოქმნილ გაუგებრობას“ უწოდებს.

"უკრაინა სსრკ-ის დაშლის შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობაა. ასე რომ, ჩვენ არ გვჭირდება ის. ჩვენ გვჭირდება დიდი რუსეთი. ასეთი უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება. ამიტომაც არ იარსებებს", - განაცხადა მედვედევმა.
| Print |