რეგიონი
რუსეთმა უკრაინაში 185 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 22 აპრილამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი - დაახლოებით 185 730;
​ტანკი - 3 672;
ჯავშანტექნიკა - 7 130;
საარტილერიო სისტემა - 2 832;
სარაკეტო სისტემა - 539;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 289;
თვითმფრინავები - 308;
ვერტმფრენი - 293;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 398;
საკრუიზო რაკეტები - 911;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 718;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
​სპეციალური აღჭურვილობა - 337.

გარდა ამისა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილი მალიუკი სააგენტო “ინტერფაქს-უკრაინასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ 2022 წლიდან სისხლის სამართლის საქმეები 61 სასულიერო პირის წინააღმდეგ არის აღძრული, "მთლიანობაში კი, სასამართლომ უკვე 7 განაჩენი გამოიტანა ცალკეული სასულიერო პირების წინააღმდეგ, რომლებიც მტრის მხარეს დადგნენ".

მალიუკმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის უკვე ორი მღვდელი გაცვლის შედეგად მოსკოვს გადაეცა.

,,ერთ-ერთი ასეთი პირი უკვე გავცვალეთ 28 უკრაინელ სამხედროზე… აქამდე უკვე მითქვამს - ანაფორისა და საცეცხლურის ფლობა დამამძიმებელი გარემოება არ არის, მაგრამ კრიმინალური პასუხისმგებლობისგანაც არ ათავისუფლებს და არანაირ ინდულგენციას არ იძლევა. მხოლოდ კანონის ფარგლებში ვმუშაობთ, სასულიერო რანგის მიუხედავად”, - განაცხადა მალიუკმა.
| Print |