რეგიონი
რა ხდება უკრაინაში ომის 483-ე დღეს?
კიევსა და კიდევ რამდენიმე ოლქში, ღამით საჰაერო განგაში მოქმედებდა. განგაში გამოცხადდა სუმის, პოლტავის, კირივოგრადისა და ჩერკასის ოლქებშიც. ხმელნიცკის ოლქში კი, აფეთქებების ხმა ისმოდა.

ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილად, ისევ დონეცკის ოლქი რჩება. უკრაინის „სამხრეთ სარდლობის“ ცნობით, რუსეთი სამხედრო ძალისხმევას შავ ზღვაში ააქტიურებს. ვრცელდება ცნობა რაკეტმზიდის, „ადმირალ მარკოვისა“ და კიდევ 8 ხომალდის მზადყოფნაში მოყვანის შესახებ.

„სამხრეთსა და აღმოსავლეთში უკრაინელი მებრძოლები ფიზიკურად წმენდენ უკრაინას. ტერორისგან დაცვა - ეს ტერორისტების განადგურებაა და გარანტიაა, რომ ბოროტ სახელმწიფოს, არასდროს ექნება უკრაინაში ბოროტების შესაძლებლობა. უკრაინელი მებრძოლები აუცილებლად გასცემენ ტერორისტებს პასუხს. ყოველი ასეთი რუსული დარტყმა, ყოველი რუსული ტერაქტი - ყოველ ჯერზე არგუმენტია, რომ ოკუპანტებს სადმე უკრაინულ მიწაზე დარჩენის არანაირი შანსი არ აქვთ და არც ექნებათ. მკვლელებისა და ტერორისტების ადგილი აქ არ არის და არასდროს იქნება”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
| Print |