რეგიონი
რუსეთში ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო
რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ ამოფრქვევა დაიწყო. მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, ვულკანი პარასკევს გააქტიურდა.

"ვულკანის ზომიერი ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება"
- თქვა მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც აგროვებს მონაცემებს ვულკანური აქტივობის შესახებ.

უწყება ამბობს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს ფერფლის ამოფრქვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე.

თითქმის 5 კილომეტრის სიმაღლის (3 მილი), კლიუჩევსკაია არის ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანი ევრაზიაში. ის ბოლოს ოქტომბერში ამოიფრქვა.
| Print |