რეგიონი
რა ხდება უკრაინაში ომის 503-ე დღეს
რუსეთის მხრიდან, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშების საფრთხის გამო, კიევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში, ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქების ხმა ისმოდა სუმისა და ოდესის ოლქებში.

უკვე 5 კვირაა უკრაინის შეიარაღებული ძალები, ფრონტის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგებზე, კონტრშეტევით ოპერაციას ახორციელებენ.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვითმა ძალებმა ტერიტორიის ის რაოდენობა დაიბრუნეს, რაც რუსმა ოკუპანტებმა ნახევარი წლის განმავლობაში მიითვისეს.
| Print |