რეგიონი
ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან რუსეთში 700 000-ზე მეტი ბავშვის დეპორტაცია განხორციელდა
ომის დაწყების შემდეგ რუსეთში 700 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია განხორციელდა. ინფორმაციას რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი, მარია ლვოვა-ბელოვა ავრცელებს.

მოხსენების თანახმად, ბავშვების უმეტესობის დეპორტაცია "მშობელთან ან სხვა ნათესავებთან ერთად" მოხდა. ობოლთა და მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვთა თავშესაფრებში 1 500 მოსწავლე გადაიყვანეს.

ლვოვა-ბელოვა ასევე იტყობინება, რომ 2022 წლის ნოემბერში, ხერსონის რეგიონის ოლეშკის ბავშვთა სახლიდან 52 ბავშვი "მძიმე პათოლოგიით" ოკუპირებულ ყირიმში "უსაფრთხო ტერიტორიაზე" გადაიყვანეს.

ასევე, 2022 წლის შემოდგომის ბოლოს, ოკუპანტებმა უკრაინელი ბავშვები ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის რეგიონებიდან ოკუპირებულ ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში წაიყვანეს და აცხადებდნენ, რომ ისინი "დასასვენებლად" მიდიოდნენ.

უკრაინის თანახმად, 31 ივლისის მდგომარეობით, აგრესორმა ქვეყანამ რუსეთმა დეპორტირებული ან იძულებით სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლა.

17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალად 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაცია ედებათ.
| Print |