რეგიონი
ბაქომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიების“ დაწყების შესახებ განაცხადა
სტეფანაკერტში (ხანკენდი) საჰაერო განგაშია გამოცხადებული. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილმა სახელმწიფო მინისტმა რუბენ ვარდანიანმა „მასირებული სროლის“ შესახებ განაცხადა.

აზერაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორირისტული ღონისძიებები დაიწყო. უწყების ცნობით „ღონისძიების ფარგლებში ფრონტის ხაზზე და სირღმეში ზეზუსტი იარაღის გამოყენებით მწყობრიდან გამოდის სოხეთის შეიარაღებული ფორმირებების პოზიციები, მათი საცეცხლე წერტილები, ასევე საბრძოლო მასალები და საბრძოლო დანიშნულების ობიექტები“.

ბაქო აცხადებს, რომ "სამიზნეს არ წარმოადგენს სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები, მწყობრიდან მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზეები გამოდის".

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმირებულია რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტი და თურქეთ-რუსეთის მონიტორინგის ცენტტრის ხელმძღვანელობა.

მანამდე ბაქომ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომლის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაღუპვის შესახებ. აზერბაიჯანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ნაღმი დადებული იყო "ტერორისტული მიზნებით სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო- დივერსიული ჯგუფების მიერ აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში"
| Print |