რეგიონი
ეთნიკური სომხები მთიან ყარაბაღს ტოვებენ
მთიან ყარაბაღს ეთნიკური სომხები ტოვებენ. 24 სექტემბრის 22:00 საათის მონაცემებით, რეგიონიდან სომხეთის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 1 050 დევნილია გადასული. ცნობას ადგილობრივი და დასავლური საინფორმაციო სააგენტოები სომხეთის მმართველობაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ყარაბაღიდან გაქცეული ასობით ადამიანი სომხეთის ქალაქ გორისში გადაიყვანეს, რომელიც აზერბაიჯანთან საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.
| Print |