რეგიონი
რა ხდება უკრაინაში ომის 587-ე დღეს
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ოკუპანტების მხრიდან დრონებით იერიშების მაღალი რისკის გამო, ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებში, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

ტაქტიკური ავიაციის გააქტიურება შეინიშნება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში. განგაში გამოცხადდა დნეპროპეტროვსკშიც, დონეცკში კი ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხეზე მიუთითებენ.

ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ცნობებს ავრცელებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი და აღნიშნავს, რომ უკრაინულმა ძალებმა რობოტინოში, რუსული ძალების განდევნა და პოზიციების გამყარება შეძლეს. მათივე ცნობით, უკრაინელები ზაპორპოჟიესა და დონეცკში, ბახმუტის მიმართულებით დაწინაურდნენ.
| Print |