რეგიონი
"უკრაინაში რუსეთის ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს" | ბორელი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ასეთი მოლაპარაკებები "უკრაინის სამშვიდობო ფორმულას" უნდა ეფუძნებოდეს .

"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს. ჩვენთვის საუკეთესო გზა ამ მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად, არის უკრაინის მშვიდობის ფორმულა და ჩვენ ასევე ჩინეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - თქვა ბორელმა

ამასთან, ბორელმა ჩინეთს მოუწოდა გავლენა იქონიოს რუსეთზე, რათა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს. მან პეკინს ასევე სთხოვა, რომ უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის დაბრუნება შავი ზღვის "მარცვლეულის შეთანხმებაში," რადგან ეს ზეგავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოებაზე.

ხერსონისა და დონეცკის ოლქების დაბომბვას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 20-ზე მეტი პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ბერისლავში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს 60 წლის ქალი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იერიში გამთენიისას დაიწყო, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლი.

გასული 24 საათის განმავლობაში, დონეცკში დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა 22. დაიბომბა ავდეევკა, უგლედარი და ბოგოიავლენკა.​
| Print |