რეგიონი
უკრაინა სამი ძირითადი გამოწვევის წინაშე დგას - The Times
The Times-ის სტატიის თანახმად, 2022 წელს უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ ბრიტანეთში ვარაუდობდნენ, რომ უკრაინას შეეძლო გამარჯვება ერთი წლის განმავლობაში.

„ომის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინა იმაზე უფრო სახიფათო მდგომარეობაშია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. რამდენიმე მძიმე მარცხმა - კერძოდ, ბახმუტმა, კონტრიერიშის ჩავარდნამ და ავდიივკაში რუსული ჯარის შესვლამ ბოლო 12 თვის მიღწევები დაჩრდილა“, - წერს გამოცემა.

გამოცემა განმარტავს, რომ სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ითვალისწინებს, სასარგებლო იქნება უკრაინისთვის.

„უკრაინა სამი ძირითადი გამოწვევის წინაშე დგას, რომლებიც უნდა გადაიჭრას, თუ მას სურს ინიციატივის აღორძინება“, - წერს გამოცემა.

უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების უახლესი ტრანშის დამტკიცების შეფერხებამ ხელი შეუწყო ავდეევკას დაკარგვას. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისადმი არასტაბილური იყო. გასულ წელს ევროკავშირმა პირობა დადო, რომ 2024 წლის მარტამდე უკრაინას ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვს მიაწოდებდა. ამ რაოდენობის მხოლოდ ნახევარზე ოდნავ მეტი იქნება მიწოდებული დროულად. იმავდროულად, რუსეთმა მიიღო ჩრდილოეთ კორეის და ირანის მხარდაჭერა.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას აქვს წარმატებები კონფლიქტის სხვა ნაწილებში, მათ შორის შავ ზღვაზე რუსული გემების წინააღმდეგ დრონების გამოყენების მხრივ, პირველ რიგში, ომი მიდის ტერიტორიის გარშემო და მასში იმარჯვებენ ან მარცხდებიან შეიარაღებული ადამიანები“, - წერს გამოცემა.

ანალიტიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ რუსეთი უპირატესობას დაკარგავს, თუ დასავლეთი დაიწყებს გადამწყვეტ მოქმედებას უკრაინის შეიარაღების საკითხებში.
| Print |