რეგიონი
პუტინმა რეზერვისტების სამხედრო წვრთნებზე გაწვევის ბრძანება გამოსცა
პუტინმა განკარგულება გამოსცა 2024 წელს, რეზერვში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამხედრო წვრთნებზე გამოძახების შესახებ. ბრძანების თანახმად, რეზერვისტები სამხედრო წვრთნებს გაივლიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, ეროვნულ გვარდიაში, სახელმწიფო უშიშროების და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში.

,,მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებიც რეზერვებში არიან, გაიარონ სამხედრო წვრთნა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურებში და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში"- აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის მთავრობასა და რეგიონულ ხელმძღვანელებს დაევალათ უზრუნველყონ მოქალაქეების გაწვევასა და წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განკარგულება გამოცემის დღიდან, 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა.

სარეზერვო სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაზე გამოძახების ბრძანებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აწერს. სახელმწიფო მეთაურის განკარგულების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო დეპარტამენტი მოამზადებს შესაბამის დირექტივას, რომელიც გაეგზავნება რეგიონული სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს. რეზერვში მყოფი მოქალაქეებისთვის გაწვევა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება.
| Print |