situs toto slot
კლინიკა "იმედიდან" გათავისუფლებული ექიმი მორიგებაზე თანახმაა
ჯანდაცვა
კლინიკა "იმედიდან" გათავისუფლებული ექიმი მორიგებაზე თანახმაა
ექიმი-რეანიმატოლოგ გიორგი აფციაურის კლინიკა "იმედიდან" გათავისუფლების საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება. ბოლო სხდომაზე მოსამართლე მაია ჯავახიშვილმა მხარეებს მორიგება შესთავაზა. გიორგი აფციაურის ადვოკატის თამარ ნადირაძის განმარტებით, მისი მარწმუნებელი მზადაა მორიგებას დათანხმდეს, თუკი მათთვის მისაღები პიროები იქნება შეთავაზებული. თუმცა მისივე თქმით, მორიგების თაობაზე მეორე მხარეს ინიციატივა ამ დრომდე არ გამოუჩენია.

"ჩვენი მხრიდან მზაობა არის შესაბამისი პირობების შემთხვევაში. იმისათვის, რომ მორიგებით დასრულდეს ეს პროცესი, აუცილებელია, რომ თვითონ "იმედის" კლინიკამ შემოგვთავაზოს შესაბამისი პირობები" - განმარტავს გიორგი აფციაურის ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ ექიმი რეანიმატოლოგი "იმედს" სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებას ედავება. იგი კლინიკიდან 2021 წლის 1-ელ ივლისს შინაგანაწესის რამდენიმე პუნქტის დარღვევის მიზეზით გაათავისუფლეს. გიორგი აფციაური ამ ფაქტს ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების თემას უკავშირებს, თუმცა კლინიკის ხელმძღვანელობა აღნიშნულს უარყოფს.

2021 წლის 18 მარტს, როდესაც ექთანს "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაუკეთდა, ქალი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ როდესაც მეგი ბაქრაძე ცუდად გახდა, მის გვერდით არ იყვნენ რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური და ამცრელი კაბინეტის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე. ისინი ხელმძღვანელობის დავალებით სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, კლინიკაში კი მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ შეატყობინეს.
| Print |