ვალის "მეორე შახტის" მაცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს
გზის ერთ მხარეს მოსახლეობა, მეორე მხარეს კი მძიმეწონიანი მანქანები – ვალის ე.წ.  „მეორე შახტის“ მაცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად გზა დილიდან გადაკეტეს. ადგილობრივები  600  მეტრიანი მონაკვეთის სასწრაფოდ რეაბილიტაციას ითხოვენ. გზა, სადაც მძიმეწონიანი მანქანები გადაადგილდება, შუა სოფელში გადის. მოსახლეობა ამბობს, რომ  ასფალტისა და ბეტონის ქარხნების მიმართულებით მოძრაობა დილიდან საღამომდე არ წყდება.  შედეგად მთელი დღის განმავლობაში დასახლებაში მტვერია, გარდა ამისა, მშობლები მცირეწლოვან ბავშვებს ეზოში ვერ უშვებენ. აღნიშნული მოთხოვნით მოსახლეობა აქციას პირველად არ მართავს. ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაპირება, არაერთხელ მიიღეს. თუმცა წლების მანძილზე მათთან მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. 

გზის ერთ მხარეს მოსახლეობა, მეორე მხარეს კი მძიმეწონიანი მანქანები – ვალის ე.წ.  „მეორე შახტის“ მაცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად გზა დილიდან გადაკეტეს. ადგილობრივები  600  მეტრიანი მონაკვეთის სასწრაფოდ რეაბილიტაციას ითხოვენ. გზა, სადაც მძიმეწონიანი მანქანები გადაადგილდება, შუა სოფელში გადის. მოსახლეობა ამბობს, რომ  ასფალტისა და ბეტონის ქარხნების მიმართულებით მოძრაობა დილიდან საღამომდე არ წყდება.  შედეგად მთელი დღის განმავლობაში დასახლებაში მტვერია, გარდა ამისა, მშობლები მცირეწლოვან ბავშვებს ეზოში ვერ უშვებენ.

აღნიშნული მოთხოვნით მოსახლეობა აქციას პირველად არ მართავს. ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაპირება, არაერთხელ მიიღეს. თუმცა წლების მანძილზე მათთან მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.  თავის მხრივ, ზარალდებიან კომპანიები, რადგან ბეტონით დატვირთული მანქანების მძღოლებს პროტესტის გამო, შუა გზაში დგომა საათობით უწევთ.

„მეორე შატხის“ რეაბილიტაციისთვის სამწლიანი გეგმაა შემუშავებული – აცხადებს ახალციხის გამგებლის წარმომადგენელი ვალის ტერიტორიულ ერთეულში. ელიოზ ბარბლიშვილის თქმით, პირველ ეტაპზე დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა მიმდინარეობს. სამომავლოდ გათვალისწინებულია გზის ასფალო–ბეტონის საფარის დაგებაც, თუმცა წარმომამადგენელი სამუშაოების დაწყების კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.

სამსაათიანი პროტესტის შემდეგ მოსახლეობასთან  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მივიდა. ზაზა მელიქიძე  ე.წ. „მეორე შახტის“ დასახლების მაცხოვრებლებს გზის მოწესრიგებას 2017 წლის გაზაფხულისთვის დაპირდა. გაფიცულებმა  მძიმეწონიანი მანქანები გზაზე, მხოლოდ ამის შემდეგ გაატარეს.


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.