სხვადასხვა
ახალციხის გამგებლის მოადგილემ, ინციდენტის გამო, შესაძლოა პოსტი დატოვოს
კარლენ მანასიანი, მასსა და ,,კადასტრი რეესტრი +“ის დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს, მხოლოდ პირად საუბრებში იხსენებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, კადრს მიღმა ამბობს, რომ პირველად დავით გოგოლაძემ დაარტყა. გოგოლაძეს დაზიანებები მარცხენა მხარეს ყელის მიდამოებში, ყურზე და ტუჩზე აქვს. მანასიანს მარჯვენა თვალთან აქვს გაკაწრული. სხეულზე არსებული დაზიანებების შესასწავლად, ექსპერტიზა ორივე მათგანს ჩაუტარდა. ,,კადასტრი რეესტრი +“ დირექტორი ირწმუნება, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კარლენ მანასიანი, მასსა და ,,კადასტრი რეესტრი +“ის დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს, მხოლოდ პირად საუბრებში იხსენებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, კადრს მიღმა ამბობს, რომ პირველად დავით გოგოლაძემ დაარტყა. გოგოლაძეს დაზიანებები მარცხენა მხარეს ყელის მიდამოებში, ყურზე და ტუჩზე აქვს. მანასიანს მარჯვენა თვალთან აქვს გაკაწრული. სხეულზე არსებული დაზიანებების შესასწავლად, ექსპერტიზა ორივე მათგანს ჩაუტარდა.

,,კადასტრი რეესტრი +“ დირექტორი ირწმუნება, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დავით გოგოლაძემ, პირად საუბარში შემთხვევის დეტალები გაიხსენა, თუმცა მომხდარის შესახებ კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, ინციდენტი 20 აპრილს, მისსავე ოფისში მოხდა. კარლენ მანასიანი მასთან სამსახურებრივი საკითხის გასარკვევად მივიდა, რასაც შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფი, გამგებლის მოადგილის ნახვას, დილიდან ცდილობდა. მისი ბებიის თქმით, შვებულებაში მყოფი კარლენ მანასიანი სამსახურში გამოიძახეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ მანასიანი შვებულებაშია და ის სამსახურში ორი დღეა არ მისულა. ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თქმით, გამგებლის მოადგილე ერთკვირიან შვებულებაში, 21 აპრილიდან გავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიებას ახალციხის რაიონული სამმართველო, სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლით აწარმოებს, რაც ცემას გულისხმობს. კარლენ მანასიანი გამგებლის მოადგილედ ერთი წლის წინ დაინიშნა.  აღნიშნული ინციდენტის გამო, შესაძლოა მან თანამდებობა დატოვოს.


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.