ახალციხეში ინფრასრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. მებაღიშვილის, ანდრია პირველწოდებულისა და აბის დასახლების ორი ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ხოლო მესხეთის, გორგასლისა და წერეთლის ქუჩების შეკეთებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტი უზრუნველყოფს.
პროექტი საავტომობილო გზების შეკეთებასთან ერთად, სასმელი წყლის და კანალიზაციის გაყვანილობის გამოცვლასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, დამონტაჟდება გარე განათებებიც. ქალაქის მერის გიორგი კოპაძის განცხადებით, წელს ქალაქის ქუჩების განათებისთვის ბიუჯეტიდან მილიონამდე ლარია გამოყოფილი.