შსს საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ: 2016 წლის თებერვლის თვე 360 402 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 23,9 %-ით მეტია. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 120 215 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 19%); ბ) ტრანზიტი – 58 456 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 1,4%); გ) სხვა – 181 731 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 50,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 37,4%). რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში 683 561 ვიზიტი განხორციელდა, რაც 13,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. 2016 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+41,9%), თურქეთიდან (+12,2%), სომხეთიდან (+7,5%), რუსეთიდან (+29,2%) და უკრაინიდან (+23,5%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩნენ იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად 29%, 29%, 14%, 11% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (22%) და უზბეკეთი (44%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (26%) და მოლდოვა (31%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (24%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 480%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 13%-იანი ზრდა.

66.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2016 წლის თებერვლის თვე 360 402 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 23,9 %-ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 120 215 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 19%);

ბ) ტრანზიტი – 58 456 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 1,4%);

გ) სხვა – 181 731 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 50,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 37,4%).

რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში 683 561 ვიზიტი განხორციელდა, რაც 13,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

2016 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+41,9%), თურქეთიდან (+12,2%), სომხეთიდან (+7,5%), რუსეთიდან (+29,2%) და უკრაინიდან (+23,5%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩნენ იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად 29%, 29%, 14%, 11% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (22%) და უზბეკეთი (44%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (26%) და მოლდოვა (31%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (24%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 480%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 13%-იანი ზრდა.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.