სოფელ დამალის მოსახლეობას საარჩევნო პროცედურები გააცნეს
საარჩევნო საკითხებზე, კენჭისყრის დღესა და პროცედურებზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის მოსახლეობამ, დეტალური ინფორმაცია პირველად მოისმინა.

საარჩევნო საკითხებზე, კენჭისყრის დღესა და პროცედურებზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის მოსახლეობამ, დეტალური ინფორმაცია პირველად მოისმინა.

ადგილობრივების თქმით, ამ საკითხზე სასაუბროდ, მათთან არავინ მისულა, ამიტომ მოსახლეობა საარჩევნო საკითხებში ინფორმაციის ნაკლებობაზე ჩივის.

სოფლის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ წარმომადგენლები, საარჩევნო საკითხებზე ესაუბრნენ. შეხვედრის ბოლოს, წამახალისებელი ვიქტორინა გაიმართა. წამყვანმა, მსმენელებს კენჭისყრის დღის პროცედურებზე შეკითხვები დაუსვა, რისი საშუალებითაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მათ სიმბოლური საჩუქრები, ორგანიზაციის ლოგოთი გრავირებული სუვენირები გადაეცათ.

პროექტის მიზანი არჩევნებში მოსახლეობის დაბალი აქტივობის მიზეზების წარმოჩენა და  2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ჩართულობის გაზრდაა. ტრენერები ცდილობენ მოსახლეობამ გააცნობიეროს, რომ თითეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლამ, მოსახლეობა დააბნია.

საჯარო შეხვედრის ჩატარებამდე სოფელ დამალაში, ადგილობრივი ახალგაზრდებისგან  სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. წევრებმა შეხვედრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს. საჯარო შეხვედრასთან დაკავშირებით გამოაკრეს აფიშები, გაავრცელეს ბუკლეტები, მოსახლეობას დაურიგეს მოსაწვევები. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო საშუალებები – მოსაწვევები, ბუკლეტები და პლაკატები, სომხურ ენაზე დამზადდა. პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს სერთიფიკატები გადაეცათ.

ცესკოს მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტს „ჩვენი ქვეყანა-ჩვენი არჩევანი ერთი ხმის ხმოვანება“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია“ ახორციელებს. საჯარო შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მირაშხანსა და დამალაში უკვე გაიმართა, მომდევნო დღეებში, საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაციას, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – გოკიოსა და ბარალეთის მოსახლეობა მოისმენს.


Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.